ავარიული სახლები ნაძალადევის რაიონში.
„მოამბის“ ობიექტივში დღეს რატევანის ქუჩა მოექცა. 100-ზე მეტი ოჯახი საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს. შენობა-ნაგებობები გამაგრებას აღარ ექვემდებარება, რის გამოც ბინადრები სასწრაფოდ უნდა გაიყვანონ. თუმცა, განაშენიანების დაბალი კოეფიციენტის გამო ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსების აშენება აკრძალულია, რის გამოც ინვესტორები მითითებული ტერიტორიით არ ინტერესდებიან. ადგილობრივებს არც გამგეობის მიერ ქირის სახით შეთავაზებული 300 ლარი აკმაყოფილებთ. უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე რატევანის ქუჩაზე რისკები ყოველდღე იზრდება – საყრდენი კედლების დაბზარვის გამო გუშინ ორსართულიანი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა.