ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში 45 სახლი მოხვდა.

საუბარია თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე იმ შენობებზე, რომლებიც დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მეოთხე კატეგორიას განეკუთვნებიან. დედაქალაქის მერიის გეგმის მიხედვით, საცხოვრებლად საშიში სახლების ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს, თუმცა ავარიული შენობების დასანგრევად ყველა მობინადრის თანხმობაა საჭირო. რაც შეეხება თბილისში მდებარე კიდევ ათასობით სხვა ავარიულ სახლს, იქ მცხოვრებთა განცხადებების განხილვა ეტაპობრივად მოხდება.