ამხანაგობები და ცხოვრება მრავალსართულიან კორპუსებში

ქალაქ გორში არსებული მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლები პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.

ქალაქში 14 9-სართულიანი მრავალბინიანი სახლი დგას. უმეტესობაში ამორტიზებულია ლიფტები და საკანალიზაციო სისტემა, ასევე პრობლემურია ეზოების მდგომარეობაც. მერიაში ამხანაგობების დაფინანსების პროგრამა მოქმედებს. ორ სახლში ლიფტები უკვე შეიცვალა. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ 90 %-ანი დაფინანსების პირობებშიც კი დარჩენილი თანხის შეგროვება მათ შესაძლებლობებს აღემატება. მუნიციპალიტეტმა მოქმედი პროგრამის ფარგლებში გორში 70-მდე პროექტი უკვე დააფინანსა.

როგორ მუშაობს მერიის პროგრამა და რა პრობლემებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები, ნახეთ ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟში.