საბა ბუაძის განცხადება

საბა ბუაძე თბილისში სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვის შესახებ საუბრობს. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის თქმით, საკრებულოს წინა სხდომაზე, ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის თანხების მობილიზების მიზეზით ცვლილება შეიტანეს, რაც პირდაპირ კავშირშია სამშენებლო ქაოსთან და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.
თბილისის საკრებულოში კი განმარტავენ, რომ მსგავსი განცხადებები არ შეესაბამება რეალობას და არის პოპულისტური.