ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა

გამრეკელის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრები 19 ოჯახი ახალ საცხოვრებელს მიიღებს. ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია ადგილზე ახალ კორპუსს ააშენებს. ოთხსართულიანის ნაცვლად, გამრეკელის ქუჩაზე რვასართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდება. პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარზე მეტია.