ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა

თბილისის მერმა ვარკეთილში, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მომავალ წელს ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, რომლის პროექტიც მზადაა. უკვე ჩატარებულია ექსპერტიზა და გაცემულია სამშენებლო ნებართვა. მოსახლეობას კუთვნილი ბინები გარემონტებული ჩაბარდება, მანამდე კი მათ ქირით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.