რამდენიმე ავტოავარია მოხდა შორაპანთან გუშინ საღამოს.
გზის სავალ ნაწილზე „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთოში მოთავსებული ტრანზიტული ტვირთი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდათ, გზაზე დაიბნა. შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ამავე მონაკვეთზე ტრაილერი და სამგზავრო მიკროავტობუსი დაეჯახა ერთმანეთს. მგზავრები არ დაშავებულან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევის მიზეზი ნალექი და ავტომობილის მოცურება გახდა.