თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავარიის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში რჩებიან.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 26 წლის მამაკაცია, რომელსაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი.