ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ათი კი დაშავდა. შემთხვევა ქარელთან მოხდა. საჩხერე-თბილისის მიმართულებით მოძრავი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგად ტრანსპორტი მოცურდა, ამობრუნდა და ჯებირს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.