ქვეყნის მთავარი ჰიდროელექტროსადგური ამ დრომდე გაჩერებულია.
უკვე თითქმის 24 საათია, თბილისსა და რეგიონებში აბონენტების ნაწილს იმპორტირებული ელექტროენერგია მიეწოდება. სპეციალისტები ახლაც ცდილობენ იმ დაზიანების აღკვეთას, რომელიც გუშინ საღამოს ენგურჰესზე მოხდა. ვარაუდობენ, რომ სადგურის სრული დატვირთვით ამოქმედება მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი. საუბარია რამდენიმე დღეზე.
ქვეყნის ელექტროსისტემაში დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ენგურჰესის რამდენიმე სექტორი წყალმა დაფარა. დეფიციტის შესავსებად დენის იმპორტის პარალელურად სარეზერვო სიმძლავრეებიცაა ამოქმედებული.