ენგურჰესი დაზიანებულია - რა ვითარებაა ელექტროსადგურზე და რა გზით მიეწოდება ელექტროენერგია მოსახლეობას

ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის – ენგურჰესის ყველა ძირითადი აგრეგატი კვლავ პარალიზებულია. სადგურის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით არის დაფარული. სავარაუდოდ, დაზიანებულია სატურბინე წყალსატარის მილი, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია.

გია ხუბუას ინფორმაციით, ელექტროსადგურის სრული დატვირთვით ამუშავებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება. ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში გუშინ საღამოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა.

ამ ეტაპზე, ელექტროენერგია მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება, ენერგოსისტემაში შექმნილი დეფიციტის შევსება თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით ხდება.