ანი წითლიძის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ბრალდება. ანი წითლიძის მტკიცებით, „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსი „ქართული ოცნების“ დავალებით რუს ოკუპანტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ 30 ოქტომბერს ჩაკეტონ ორივე ე.წ. გადასასვლელი, რათა დევნილმა მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილება ვერ მიიღონ.

ანი წითლიძის მტკიცებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა 90 პროცენტი ოპოზიციის მხარდამჭერია. წითლიძის ამ განცხადებებს, ბრალდების ადრესატები აბსურდულს უწოდებენ.