აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

დღეს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ეხმაურება საქართველოს პრემირ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები და გაზარდოს წვდომა იმ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, ვისაც სწორედ სახელმწიფოსგან სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. „ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის, განათლებისა თუ დასაქმების უფლებების დაცვაზე და ერთად შევქმნათ ყველასათვის უკეთესი გარემო“- წერს პრემიერი.