აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნა

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პრობლემა ისევ მოუგვარებელია.

დაწესებულება, სადაც ასობით ბავშვს, მათ შორის აუტიზმის მქონე მოზარდებს თერაპია უტარდებოდათ, შენობის ავარიულობის გამო დაიხურა. სად მიიღებენ ბავშვები მათი განვითარებისთვის აუცილებელ სერვისებს – საკთხზე ინსტიტუტის ადმინისტრაცია და მშობლები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. სხვა ცენტრებში გადანაწილების იდეა მშობლებისთვის მიუღებელია. ყველა ბავშვის ერთ ფართში გადაყვანა კი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. მოზარდებს თერაპია ერთი კვირის წინ უნდა დაეწყოთ, თუმცა როდის განახლდება სეანსები – უცნობია. დახმარების თხოვნით მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრის სახელზე შეიტანეს.