საგარეო საქმეთა სამინისტროთი შესაძლოა გამოძიება დაინტერესდეს. აუდიტის სამსახურის ახალ ანგარიშში სამინისტროს ახალი შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საეჭვო გარემოებაზეა საუბარი. ირკვევა, რომ მიხეილ ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში 721 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ერთი დღით ადრე დაფუძნებულ კომპანიასთან გაფორმდა.
ამ კომპანიის მფლობელი კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმაა. სახელმწიფო შესყიდვის საქმის მასალები უკვე პროკურატურაშია. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მითითებულმა კომპანიამ სამინისტროსთვის რეაბილიტაციის გეგმა ხარვეზებით შეადგინა.