საქართველოში მცხოვრები, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ქართული ენის შემსწვალელი აუდიო გაკვეთილები შეიქმნა.
პროექტს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული წარმომადგენლობა ახორციელებენ. სასწავლო რესურსი სახელწოდებით, „ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“ შედგება კომპაქტდისკებისგან, რომლებიც 12 აუდიოგაკვეთილს და შესაბამის ილუსტრაციებს მოიცავს.