ლაგოდეხში ისტორიული მნიშვნელობის ქართული წარწერა იპოვეს. ასომთავრული ტექსტი დაცულ ტერიტორიაზე ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოჩნდა. ის, სავარაუდოდ, მე-10 საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ იტყობინება.
ტექსტი პირველ პირშია დაწერილი, თუმცა ავტორის ვინაობის შესახებ ცნობებს არ ინახავს. პალეოგრაფიული წარწერის კვლევა დაიწყო, გეგმაშია ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაც.
2006 წლიდან ქოჩალოს ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული. ახალი აღმოჩენის შემდეგ კი ძეგლი 2020 წლის სარეაბილიტაციო ძეგლების სიაში შევა.