ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინეს.
ანგარიში, რომლის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსია, ბრიტანელმა დეპუტატმა, სოციალ-დემოკრატების წევრმა კლერ მუდიმ წარადგინა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირის ყველაზე კომპლექსური საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს.
წარდგენილ დოკუმენტში საქართველოს პროგრესია აღნიშნული. ამასთან, საუბარია, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა ხელშეკრულების შესრულებისას.
დღესვე ევროპარლამენტში უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მოისმინეს ანგარიშები.
ევროპარლამენტში აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველო კვლავ ლიდერად რჩება.