ევროკავშირის ახალი პროექტი

„ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“ – ასე ჰქვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტს, მისი გახსნის ღონისძიება თბილისში დილიდან მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს შესაბამის ორგანიზაციებს, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში. დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. პროექტი ხორციელდება საფრანგეთის საჯარო სააგენტოს და ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის მხარდაჭერით. პროექტი თებერვალში დაიწყო და 24 თვეს გაგრძელდება. დღევანდელ ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.