დავით ზალკალიანის განცხადება

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს პოზიტიურად აფასებს. დავით ზალკალიანის თქმით, დოკუმენტში ცალსახად არის აღნიშნული, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო წარმატებით აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

ზალკალიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.