სვენ მიქსერის გზავნილები

ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა, საქართველოს ევროატლანტიკური გზა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები – ეს არის მთავარი მიმართულებები, რაზეც სვენ მიქსერმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ევროპარლამენტარმა საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა რუსული აგრესიის საპასუხოდ ერთიანია და ყველა ქვეყნის უფლებაა საკუთარი არჩევანი დამოუკიდებლად მიიღოს. სვენ მიქსერის გამოსვლა მოკლე, თუმცა კონკრეტული გზავნილების შემცველი იყო.