აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარმოებული პროდუქციით ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარი შედის
ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარმოებული პროდუქციით ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარი შედის. ეს მონაცემები ამერიკულმა ბიზნესგამოცემა „ეკონომისტმა“ გამოაქვეყნა.
სოფლის მეურნეობა, ტექსტილის წარმოება და სხვადასხვა ნივთის დამზადება – ეს ის სფეროებია, რაშიც შეერთებული შტატების ციხეებში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილი პატიმრობის პერიოდშივე საქმდება. მათთვის მუშაობა ნებაყოფლობითია, თუმცა უფლებადამცველ ორგანიზაციებს ციხის ადმინისტრაციასთან კითხვები მაინც ხშირად უჩნდებათ.
ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი.