მაიკლ კარპენტერის განცხადება

„საქართველოს მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით იქცევა, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს“ – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მეორე ფრონტის შესაძლო გახსნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მაიკლ კარპენტერის თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს გაჭიანურებულ კონფლიქტებს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს“.

დატოვე კომენტარი