უკრაინა რუსული ინტერვენციის საფრთხის ზღვარზე

უკრაინა, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, – მსოფლიო ყურადღება ახლა ამ სამი სახელმწიფოსკენ არის მიპყრობილი. რა პასუხს გასცემს ამერიკა რუსეთის მოთხოვნას უსაფრთხოების გარანტიებზე და როგორი იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯები წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ – ექსპერტების მსჯელობის ფონზე, დღეს, პირველი ვერსია გაჟღერდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნა იგეგმება, დასახელდა პოტენციური კანდიდატის ვინაობაც.

რა ვითარებაა ამ დროისათვის უკრაინაში და როგორ ვითარდებოდა მოვლენები დღის განმავლობაში, – თამთა რუხაძე განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში.