აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები

ამერიკის შეერთებული შტატების  ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ერთმანეთის პირისპირ.

ბაიდენის და ტრამპის პირველი სატელევიზიო დებატები დღის მთავარი თემაა. „სიენენის“ მიერ ორგანიზებული და ატლანტაში გამართული დებატები რამდენიმე საკითხს დაეთმო. მათ შორის იყო საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, მიგრაცია, უკრაინის ომი, რუსეთი, ნატო, ახლო აღმოსავლეთი. 90 წუთის განმავლობაში ერთმანეთის მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც. გამოხმაურება არანაკლებ რეზონანსულია. დებატების დასრულების შემდეგ დემოკრატიული პარტიის წევრებმა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის შესაძლო ჩანაცვლებაზე აქტიურად დაიწყეს საუბარი.