ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრილიონ 200 მილიარდი დოლარის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, წარმომადგენელთა პალატას კი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დამატებითი დაფინანსებისთვის კანონის მიღებისკენ მოუწოდა. ჯო ბაიდენის თქმით, მთავრობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც ხელი მოაწერა, ქვეყნის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას აძლიერებს. „ეს შეთანხმება არის კომპრომისი, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.