დონალდ ტრამპის გამოხმაურება

„მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ეს არასდროს მოხდებოდა“, – ასე ეხმაურება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელზე ირანის საჰაერო თავდასხმას. ამის შესახებ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შეერთებულმა შტატებმა სისუსტე გამოამჟღავნა.