აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს მხარდაჭერაზე ვკითხულობთ. დოკუმენტის ერთ-ერთ თავში, სადაც ევროპასთან ალიანსის გაღრმავებაზეა გაკეთებული აქცენტი, აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მის ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. „ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად. ასევე ვიმუშავებთ ევროპისთვის ტერორისტული საფრთხეების აღკვეთაზე“ – ვკითხულობთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.