აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა თბილისის ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, თბილისის ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერა.

პრეზენტაცია ამერიკელი კოლეგისათვის  საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გამართა.

ნენსი ნაითმა დადებითად შეაფასა ბოლო წლებში განხორცილებული რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეცნიერული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

სტუმარმა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.