კოვიდკლინიკების მუშაობის საკითხი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პანდემიის პერიოდში კოვიდკლინიკების მუშაობაზე მინისტრის განცხადებებს ეხმაურება. თამარ გაბუნიას თქმით, საბოლოო შეფასებისთვის აუცილებელია მიმდინარე შემოწმების დასრულება. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პიკურ პერიოდში კოვიდკლინიკებში საწოლფონდის მობილიზება გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით. გაბუნია ასევე გამოეხმაურა სამსახურიდან თენგიზ ცერცვაძის შესაძლო წასვლას, საკითხზე ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა.