თენგიზ ცერცვაძის განცხადება

12:55, 07.08.2022

ინფექციური კლინიკის დირექტორი ამირან გამყრელიძის მიერ პოსტის დატოვებას ეხმაურება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს მადლობას უხდის. თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამირან გამყრელიძე საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია და მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები.

„ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა“, – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქის” გვერდზე.

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს და მიზეზებზე მედიასთან მომავალ კვირაში ისაუბრებს. ამ ეტაპზე უცნობია, სად აპირებს ამირან გამყრელიძე საქმიანობის გაგრძელებას.

 

მსგავსი