დაავადებათა კონტროლის ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, კორონავირუსის შემცირებული მაჩვენებლის მიუხედავად, სააღდგომოდ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ისევ მნიშვნელოვანია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ხალხმრავლობის შემთხვევაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორი პაციენტი გარდაიცვალა.