ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ტოვებს

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ოფიციალურად ხუთი დღის განმავლობაში დატოვებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დღეს კოლეგებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა და თანამდებობის გადაბარების პროცესი დაიწყო.

ახალი კანდიდატის შერჩევამდე, გამყრელიძის მოვალეობას სწორედ თამარ გაბუნია შეასრულებს. ცენტრის სტრუქტურასა და საქმიანობაზე დღესვე ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრსაც ესაუბრა.

თემაზე მარიამ სეთურიძე მუშაობდა, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – რატომ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება ამირან გამყრელიძემ და რას პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მინისტრთან დაპირისპირება ჰქონდა.