საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისში. შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს ოფიციალური პირები, ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური დაცვის საკითხებში ჩართული მეცნიერები ესწრებიან. საერთაშორისო კონფერენციას ესწრება საქართველოში ვიზიტად მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი, სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა იმ მთავარ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყნებმა უნდა გადადგან პანდემიის პერიოდში და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლუგარის ლაბორატორიამ სინჯების შემოწმებისას და რომ ამ ცენტრის განვითარება ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის შედეგად განხორციელდა.