ექსკლუზიურად „მოამბეში“ – ჩვენს ობიექტივში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები მოექცა.
ექსპედიიცის შედეგად ნაპოვნია უძველესი ნასახლარი. ვარაუდობენ, რომ მითითებული ტერიტორია ძველი წელთაღრიცხვის მე-5 ათასწლეულიდან მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალს ინახავს.
ნაპოვნია შუა ბრინჯაოს ხანის ნივთები, ასევე ოქროსა და კერამიკის ნაკეთობები და სამარხები, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ განვითარებაზე მიუთითებს. ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები დღესაც გრძელდება. აღმოჩენილი მასალების ნიმუშები კი, შემდგომი კვლევისთვის ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა.