არჩილ ტატუნაშვილის საქმის განხილვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის რვა მოწმე დაიკითხება. მათგან ოთხი ექსპერტ-კრიმინალისტია, ოთხი კი, დაზარალებულის ახლობელი. ამ დროისთვის კითხავენ ექსპერტს, რომელმაც ტატუნაშვილის ავტომანქანის ექსპერტიზა ჩაატარა.

სხდომა ღია მხოლოდ ექსპერტების დაკითხვის ნაწილში იქნება, შემდეგ კი, ბრალდების მხარე სხდომის დახურვის შუამდგომლობის წარდგენას  გეგმავს.

სასამართლო პროცესს ბრალდებულების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის ადვოკატი ესწრება.

 

არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე, დაახლოებით 140 მოწმეა დასაკითხი.