არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათი რჩება - როგორ აპირებენ ადგილობრივების პრობლემების მოგვარებას არჩევნებში მონაწილე კანდიდატები
საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, საარჩევნო უბანზე მისვლა, ბოლო 3 კვირაში, ხვალ უკვე მეორედ მოუწევს. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათი რჩება. საკუთარი მერი ხაშურმა, ბორჯომმა, ქუთაისმა, მარტვილმა, ოზურგეთმა და ყაზბეგმა უნდა აირჩიოს.
საარჩევნო სამზადისი ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” გაყალბებისთვის ემზადება. ბრალდებას აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი.
დღეს “მოამბე” შეეცადა გაერკვია, როგორ აპირებენ ადგილობრივების პრობლემების მოგვარებას არჩევნებში მონაწილე კანდიდატები. მათ დღეს იმედა დარსალია ესაუბრა.