ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ბათუმში, სადაც წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გიორგი კირთაძის შეფასებით, ეს არ იყო არჩევნები და ოპოზიცია ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასწარი შედეგების ცვლილებას ნაკლებად ვარაუდობენ.