პრემიერის გზავნილი და ოპოზიციის შეთავაზება 

არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლება ოპონენტებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას სთავაზობს.

პრემიერისგან ანალოგიურ გზავნილს იღებს წალენჯიხის ოპოზიციონერი მერიც. პოლიტიკური დებატების ადგილად მმართველ გუნდს პარლამენტი ესახება, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებს. თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი ბარიერის გადალახვის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება. ამ მოთხოვნებს ემატება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი თავისუფლება. პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით „ლელო“ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოდის. სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარეს 7-პუნქტიან გეგმას სთავაზობს „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა შეთავაზებების გარშემო თავად ოპოზიციის რიგებში ვერ თანხმდებიან.