საპრეზიდენტო არჩევნები ფინეთში

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის სულ ცხრა კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნები  ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურება, წინასწარი შედეგები კი გვიან ღამით გამოქვეყნდება. მედიის ცნობით, ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას სავარაუდოდ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამისთვის ორკვირიანი ვადაა განსაზღვრული. ერთ-ერთ გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებში კოალიციური პარტიის კანდიდატი ალექსანდრ სტაბი ლიდერობს, თუმცა მისი მხარდაჭერა დეკემბრის შემდეგ 31%-დან 27%-მდე დაეცა. მეორე ადგილზე კი ფინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტოა, რომელსაც ამომრჩეველთა 23% უჭერს მხარს.