#არჩევნები2021 მეორე ტურის პირველადი შედეგები ბათუმში

18:31, 31.10.2021

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ბათუმში, სადაც წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გიორგი კირთაძის შეფასებით, ეს არ იყო არჩევნები და ოპოზიცია ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასწარი შედეგების ცვლილებას ნაკლებად ვარაუდობენ.

 

მსგავსი