„არბიტრაჟის დღეები“ - 2024 

„არბიტრაჟის დღეები“ 2024 – 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი არბიტრის, იურისტისა და ექსპერტის მონაწილეობით, თბილისი ორდღიან ღონისძიებას მასპინძლობს. იმართება პანელური დისკუსიები და სოციალურ ღონისძიებები, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ადგილობრივ და უცხოელი მონაწილეთათვის დაამყარონ კავშირები არბიტრაჟის პრაქტიკოსებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის მთავარი მომხსენებელია არბიტრაჟის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პრაქტიკოსი-იურისტი, საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ის პარტნიორი ჩარლზ ნაირაკი. არბიტრაჟის დღეები საქართველოს სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით წელს უკვე მეთერთმეტედ ტარდება.