არბიტრაჟის დღეები

თბილისში არბიტრაჟის დღეების რიგით მეათე, საიუბილეო ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსიები შემდეგ საკითხებზე: დავების გადაწყვეტა და ტექნოლოგიები; ინვესტორთა დაცვა და დავების გადაწყვეტა, საარბიტრაჟო შეთანხმების და გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები და სფეროსთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კონფერენცია არბიტრაჟითა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდებით დაინტერესებულ იურისტებსა და პრაქტიკოს ექსპერტებს აერთიანებს. ღონისძიებაში 170-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, მოსამართლე, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობს.