მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში

მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-კომპანიები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობამდე და გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობამდე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს და ბიზნეს-გარემოს ცნობილ საერთაშორისო კომპანიებს აცნობს. ენერგეტიკა, ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა, აიტი-ტექნოლოგიები – შეხვედრების მიზანი საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვაა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოლოდინია, რომ ქვეყნის მიმართ ბიზნეს-ინტერესები კიდევ უფრო გაიზრდება. აქცენტი კეთდება შუა დერეფნის მომავალზეც. ქართული დელეგაცია დავოსის შეხვედრებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტში საქართველოს განსაკუთრებული როლის წარმოსაჩენადაც გამოიყენებს. ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა დავოსის მსოფლიო ფორუმს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომია. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში ჩასული მსოფლიო ლიდერები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების გზებზე მსჯელობენ.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს.