არასრულწოვნების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში მაკრატელი წარმოდგენილი არ არის, – ეს განცხადება მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმის კომენტირებისას გააკეთა. როგორც გიორგი გაბიტაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება პროკურორების მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტებს, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ გენერალურ ინსპექციას საგამოძიებო შემოწმება დაწყებული აქვს.

მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, უწყება მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას, დაიკითხნენ თუ არა ხორავას ქუჩის საქმის პროკურორები.

არასრულწლოვნების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.