არასრულწლოვნების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია ხვალ პირველ შეხვედრას გამართავს
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდა. კომისია ხვალ პირველ სამუშაო სხდომას გამართავს და ოფიციალურად გამოითხოვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს.
ხვალვე გაიმართება ოფიციალური შეხვედრა სარალიძესა და მის ადვოკატთან. ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ კომისიას დეტალურად გააცნობს ყველა მტკიცებულებას და დარღვევებს.
საუბარი შეეხება მტკიცებულებების განადგურების საკითხსაც. მანამდე, დღეს სერგი კაპანაძე უკვე სახალხო დამცველსაც ხვდება.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის მასალებს ომბუდსმენის ოფისიც სწავლობს. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქმეში ნათლად იკვეთება ის საეჭვო გარემოებები, რომლებზეც მოკლული სარალიძის მამა ლაპარაკობს.