პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება

„ქართული ოცნების“ და „გირჩის“ გარიგება პოლიტიკური მღელვარების თემაა.

ოპოზიციური პარტიის ინიციატივას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ოპოზიციის და უფლებადამცველი ორგანიზაციების შემდეგ ქალების სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების იდეას აკრიტიკებს და მას დისკრიმინაციულად მიიჩნევს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის აზრით, კანონპროექტი ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრის პროცესს შეაფერხებს. „გირჩს“ პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებენ და მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციური სპექტრიდანაც. 2018 წელს მიღებული ნორმის დროებით მოქმედების და ქალების პოლიტიკური აქტიურობის ხელშეწყობის არგუმენტით ასაბუთებს ოპოზიციური პარტიის კანონპროექტის მხარდაჭერას „ქართული ოცნება“, რომლის ხმებითაც 2018 წლიდან საარჩევნო სიების ყოველ ოთხეულში ქალების ყოფნა სავალდებულო გახდა.

რატომ გადაწყვიტა ექვსი წლის შემდეგ მმართველმა გუნდმა პოზიციის შეცვლა – „გირჩთან“ გარიგების დეტალებს მანანა დევაძე არკვევდა.