არასრულწლოვნების საქმე - ზაზა სარალიძე სერგი კაპანაძეს შეხვდა

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე ზაზა სარალიძეს მოუსმენენ. შეხვედრა ხვალ გაიმართება.

დღეს ზაზა სარალიძეს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე შეხვდა.

ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობის ის წევრები, რომლებიც დროებით საგამოძიებო ჯგუფს წარმოადგენენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან.