ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეებზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
სასამართლო დღეს შუამდგომლობებს მოისმენს.
პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება. მოსამართლის კითხვაზე, აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალს, მორჩაძემ განაცხადა, რომ ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
მერაბ მორჩაძე შსს-მ ივნისში, იმ გამოძიების ფარგლებში დააკავა, რომელიც ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიება მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოსაკითხ მოწმეებზე ზემოქმედებას ედავება.