უფლებადამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებებმა განსაკუთრებულად მძიმე ფორმები მიიღო, მათ შეუზღუდეს გამოხატვის თავისუფლება და დაშალეს კარვები.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „მწვანე სამართლიანობა“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყდეს მსგავსი ქმედებები, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაა. ისინი მიმართავენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს, მოახდინონ რეაგირება.